შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას და ეს არის მთავარი საკითხი
შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას და ეს არის მთავარი საკითხი

ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, მისაღებია ისეთი მდგომარეობა, თუ არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა, ეს არის მთავარი პრინციპი, ყველამ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ პრიზმით, ხომ არ არის რისკი, რომ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უზრუნველყოფს, არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა.

„თუ არის რისკი და თუ შეიძლება სანქციების გვერდის ავლა, ასეთი რამ არ განხორციელდება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მხრიდან, რომ არავინ საქართველოსგან არ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას და ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვთანხმდებით ორ რამეზე, რომ საქართველო უზრუნველყოფს, არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. საქართველო არის კეთილსინდისიერი 100%-ით და არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ არავინ არ გვთხოვს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები გარდა ოპოზიციისა და ჩვენი „ენჯეო“ სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლისა. მთავარი პრინციპი არის ერთი, რომ სანქციები არ დაირღვეს და სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს. სანქციების გვერდის ავლის საფრთხე არსებობს 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო სანქციების დაწესება ევროკავშირმა და სხვა ასეთმა სტრუქტურებმა. ეს საფრთხე არსებობს და ერთ წელზე მეტია, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლება, რას აკეთებს და ძალისხმევა რისკენ არის, რომ ამ საფრთხის რეალიზება არ მოხდეს, საფრთხე არ იყოს რეალური. ერთ წელზე მეტია, სწორედ ამას ადასტურებს ხელისუფლება, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას ახერხებს. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ზუსტად ამ პრინციპის დაცვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.