შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან დესტრუქციის მთავარი წყარო
სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო,“ იქცევა კვლავ დესტრუქციულად და მეორე, კარგია, რომ საბოლოო ჯამში, გაცხადდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დღეს პირდაპირ ვნახეთ სახელობით, თუ ვინ შლიდა ამ პროცესს მთელი ამ თვეების განმავლობაში, კერძოდ დღეს ამ შეთანხმებას არ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, იცით რომ ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ, თუმცა პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმებას არ შეუერთდნენ. სამწუხაროა, ერთის მხრივ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო,“ იქცევა კვლავ დესტრუქციულად და მეორე, კარგია, რომ საბოლოო ჯამში გაცხადდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რასაც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, როგორ შლიდა მთელ ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შეთანხმების ყველა პუნქტს შევსასრულებთ ისე, როგორც არის საჭირო. „ქართული ოცნება“ საკუთარი პასუხისმგებლობით ყველაფერს განახორციელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან.
„რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, არის ჩანაწერი, მათ შორის მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან მიიღო. ვიცით, რომ 2020 წელს მან შეიწყალა ორი მსჯავრდებული და ვნახეთ რომ მაშინ ოპოზიციამ ეს საერთოდ ვერ დაინახა, რა ნაბიჯი იყო ეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, როგორც პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არიან დესტრუქციის მთავარი წყარო ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ასეა და საბედნიეროდ, ეს ყველამ დავინახეთ და ეს გაცხადდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.