შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი საგარეო პოლიტიკა ლობიზმში დახარჯული ფულით პირადი და პარტიული მეგობრების შეძენა იყო
გუშინ, მგონი, კასეტურ ბომბებზე შეიცხადეს, თითქოს ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის პირველი შემთხვევა ყოფილიყოს და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასაც რომ აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას, ამაზეც ექნებათ, ალბათ რაიმე, სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულზე დაფუძნებული ახსნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„2009 წლის რეზოლუცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, „მიიჩნია, რომ ომის მიმდინარეობისას და უშუალოდ მის შემდეგ, ორივე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს წესდება და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებანი“. ასე „მიიჩნია“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, და ამათ უნდოდათ სტრასბურგის და ჰააგის მოგება? გარედანაც კარგად ჩანდა, მაგრამ პოლიტიკის შუაგულიდან კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მთელი მათი საგარეო პოლიტიკა (ასე რომ მოჰქონდათ თავი), სინამდვილეში, მხოლოდ ლობიზმში დახარჯული ფულით პირადი და პარტიული მეგობრების შეძენა იყო. საქართველო იქ მხოლოდ მიზეზი იყო და არა მიზანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
⭕ გუშინ, მგონი, კასეტურ ბომბებზე შეიცხადეს, თითქოს ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფის პირველი შემთხვევა ყოფილიყოს…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 07 აპრილი, 2021