შალვა პაპუაშვილი - მთავარი მიზანი არის ომის არდაშვება, რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში
შალვა პაპუაშვილი - მთავარი მიზანი არის ომის არდაშვება, რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში

მთავარი მიზანი არის ომის არდაშვება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა, რაც სამწუხაროა. ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველოს, ალბათ ყველაზე კარგად ესმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა უკრაინა, სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო, არის ომის არდაშვება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.