შალვა პაპუაშვილი - მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს შევახსენებ, რომ საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობა მათი ვალდებულებაა, ბოიკოტი ამ შეთანხმების დარღვევა იქნება
შალვა პაპუაშვილი - მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს შევახსენებ, რომ საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობა მათი ვალდებულებაა, ბოიკოტი ამ შეთანხმების დარღვევა იქნება

„ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი და იგივე. ეს დადასტურდა საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის შედეგად, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში წარმატების შანსი არ აქვთ, რაც თავადაც იციან.

ამასთან, პაპუაშვილი 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელისმომწერებს ახსენებს, რომ  საპარლამენტო პროცედურებში მოანწილეობა მათი ვალდებულებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, პარლამენტის შიგნით ზემოქმედება განახორციელონ. თავად იციან, რომ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, შექმნან მედია დღის წესრიგი. უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ უმრავლესობას. მათ უმრავლესობა არ აქვთ. ეს ყველაფერი არის აბსურდი, რათა მედიაში ნეგატიური ფონი შექმნან და შეთხზული მღელვარება შექმნან. ჩვენი ოპონენტები რომ არათანმიმდევრული არიან საკუთარ ქცევებში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. თქვეს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო, პარლამენტში არ შემოვალთო, გუშინ თავმჯდომარეს საკუთარ ადგილზე არ დავსვამთო და დასვეს. ეს ყველაფერი მათი აგონიაა. ძალაუფლებას ვერ იღებენ ხელში, იციან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ქართველი ხალხი მანდატს კიდევ ერთხელ არ მისცემს, ამიტომ ცდილობენ, მანიპულაციებს. 19 აპრილის ხელმომწერებს შევახსენებ, რომ შემოსვლა და საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობა მათი ვალდებულებაა, ბოიკოტი ამ შეთანხმების დარღვევა იქნება. ოპოზიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ 19 აპრილის შეთანხმებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.