შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მოუთმენლად ელოდება
შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მოუთმენლად ელოდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის ოლივერ ვარჰეის.

​„მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ, სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში გულმოდგინებით და მონდომებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.