ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს 11 აპრილს გადასცემს
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.
„პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას.
პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 9, 2022