შალვა პაპუაშვილი - ჯერი ოპოზიციაზეა, შეძლებენ თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას
ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერი ოპოზიციაზეა.
„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, შეძლებენ თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.