შალვა პაპუაშვილი - ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება, თავად არასამთავრობოთა ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული, ეს ის სტანდარტია, რომელიც მათი ინიციატივა იყო
შალვა პაპუაშვილი - ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება, თავად არასამთავრობოთა ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული, ეს ის სტანდარტია, რომელიც მათი ინიციატივა იყო

ის ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება და, რომლის საფუძველზეც იყვნენ ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ის სტანდარტია, რომელიც სწორედ არასამთავრობოების ინიციატივა იყო.

„გუშინ რაც მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ და მეორე ორგანიზაციისგან, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის იყენებენ ფინანსურ რესურსებს, ჩანს კიდეც, რომ ამას ღიად აკეთებენ. ანტიკორუფციულ ბიუროსმ როგორც ჩანსმ ამის მტკიცებულებები ჰქონდა. გუშინ ამ ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლის საფუძველზეც იყო ცნობილი საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სხვა არასამთავრობოების ინიცირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათივე ინიციატივა იყო. ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ. ყველა შეუძლია, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ, ეს აგიტაცია თუ არის, მაშინ უნდა გაასაჯაროონ ამის ფინანსები. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.