შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, რაც ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კარლ ჰარცელისთვის ევროკომისიის კითხვარის გადაცემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ.
„საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, ბ-ნ კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.