შალვა პაპუაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, რაც ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

16:55, 02.05.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კარლ ჰარცელისთვის ევროკომისიის კითხვარის გადაცემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ.

„საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, ბ-ნ კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

მსგავსი