შალვა პაპუაშვილი იაპონიის პარლამენტში მოქმედ მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი იაპონიის პარლამენტში მოქმედ მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის პარლამენტში – ეროვნულ დიეტში მოქმედ საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკური ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა 2022 წლის ნოემბერში საპარლამენტო დელეგაციის მიერ იაპონიაში განხორციელებულ ნაყოფიერ ვიზიტს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ პოზიტიურია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები და გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.