შალვა პაპუაშვილი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში.“
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.