შალვა პაპუაშვილი - „გირჩი“ არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, პარლამენტში დღემდე არ შემოდიან, ამდენი ხანია, ველოდებით, რას გადაწყვეტენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „გირჩი“ არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, პარლამენტში დღემდე არ შედიან.
პაპუაშვილის განცხადებით, ამდენი ხანია, ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს „გირჩი“.
„გირჩის“ მოლოდინი რა მოსატანია ჩვენს მოლოდინთან. ამდენი ხანია, შევყურებთ „გირჩს“ და ველით, რას გადაწყვეტენ. ვიცით, რომ ისინი არჩევნების შედეგებს აღიარებენ და რაღაც მიზეზების გამო, პარლამენტის შენობაში დღემდე არ შემოდიან. ასე რომ, ჩვენც ველით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.