შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას პოზიცია ჯერ მკვეთრად არ ჩანს, მისი განცხადება ზოგადი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზოგადი განცხადება გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გახარიამ ჯერ საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.
„გიორგი გახარიას პლატფორმა ჯერ მთლად გასაგები არ არის. როგორც ჩანს, საკუთარ პლატფორმაში უნდა ჩამოყალიბდეს. რასაც ახმოვანებს, ეს არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს მათ შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია ჯერ მკვეთრად არ ჩანს და უნდა ჩამოაყალიბოს, რა არის მისი პოზიცია. მისი განცხადება ზოგადი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა სჭირდება.