გიორგი გახარია – ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება
დღეს განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში, ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
„დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“,- წერს გახარია.
გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, მალე შევხვდებით“,- აღნიშნა გახარიამ.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
Today I declared that I am staying in politics of #Georgia. Currently I am working on defining my political agenda. 🇬🇪 needs elimination of political polarization and elaboration of the real agenda for its European future.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) March 22, 2021