შალვა პაპუაშვილი - განვითარების ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად დასახელებული იყო პრემიერ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი, ამიტომ მოუწია ევროკომისარს განმარტების გაკეთება
შალვა პაპუაშვილი - განვითარების ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად დასახელებული იყო პრემიერ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი, ამიტომ მოუწია ევროკომისარს განმარტების გაკეთება

განვითარების ერთ-ერთ სავარაუდო, შესაძლო სცენარად დასახელებული იყო პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი, მათ შორის. საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირს და ტერორისტული აქტის შესაძლო განვითარების სცენარად მოყვანა არის სრულად გამაოგნებელი, ამიტომ მოუწია ევროკომისარს განმარტების გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, პროევროპული ეწოდოს ძალას, რომელიც ექსტრემიზმზე წავა.

„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე, კანონებზე და ა.შ. ექსტრემიზმი, როგორც სავარაუდო სცენარი, არის გამაოგნებელი. ექსტრემიზმისა და ექსტრემისტული აქტის მოყვანა ხდება, როგორც ერთ-ერთი ნორმალური სცენარი განვითარებისა, ხდება დაშვება, რომ ასეთი სცენარი შეიძლება განვითარდეს და პროევროპულმა ძალებმა ტყვია ისროლონ. შესაძლო სცენარად ამის წარმოჩენა მაღალ თანამდებობის პირებს შორის საუბარში არის პოლიტიკურად გაუმართლებელი. ის, რომ ეს სიტყვები და ექსტრემისტული აქტის მაგალითი იყო მოყვანილი საუბარში, დაადასტურა თავად ევრკომისარმა. როგორ წარმოგიდგენიათ, პროევროპული შეიძლება ეწოდოს ძალას, რომელიც ექსტრემიზმზე წავა? ასე გამოვიდა ზუსტად, რომ განვითარების ერთ-ერთ სავარაუდო, შესაძლო სცენარად დასახელებული იყო პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი, მათ შორის. საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირს და ასეთი ტერორისტული აქტის შესაძლო განვითარების სცენარად მოყვანა არის სრულად გამაოგნებელი. ამიტომ მოუწია ევროკომისარს განმარტების გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.