შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებით მახარებს, რომ თალაკვაძე დარბაზში ჩამოდის, ის უმრავლესობის ლიდერის პოსტზე სპიკერობით გამოირჩეოდა
„ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი და არ უჭირს, სათანადო ადგილას სათანადო ლიდერი ჰყავდეს. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი ლიდერები თანამდებობიდან სხვა თანამდებობაზე მიდიან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩილ თალალვაძემ ახსნა, თუ რატომ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
„თანამდებობა არ წარმოადგენს ისეთ ფასეულობას, რომ ადამიანი ვერ ერეოდეს. პოლარიზაცია და არჩევნებთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი ვითარება იყო, ოპონენტები – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცდილობენ, პოლარიზაცია გააღრმავონ და შეთანხმებას დღემდე არ აწერენ ხელს.
არჩილ თალაკვაძემ ახსნა თავისი სურვილი, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის კიდევ ნაწილი პარლამენტში შემოდის, მნიშვნელოვანია, მივცეთ კიდევ ერთი სიგნალი, რომ ეს პარლამენტი არის საერთო, ხალხის და პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნება არის წარმოდგენილი.
ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს განსაკუთრებული როლი, იყოს ყველას თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, კახა კუჭავა ჩვენი გუნდის წევრია, მაგრამ ეს ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი, რომელიც შეიძლება, მოლაპარაკებებს ახასიათებდეს. განსაკუთრებით მახარებს, რომ თალაკვაძე დარბაზში ჩამოდის, ის უმრავლესობის ლიდერის პოსტზე გამოირჩეოდა სპიკერობით. როცა ოპოზიციური მრავალფეროვნება იქნება, მნიშვნელოვანია, სპიკერების გუნდი „ქართული ოცნების“ დარბაზში გაძლიერდეს და თალაკვაძე იქნება არა პარლამენტის ლიდერი, არამედ მმართველი გუნდის სპიკერების ლიდერი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 24 აპრილს განაცხადა.