შალვა პაპუაშვილი - გამოჩნდებიან ახალი ექსპერტები, როგორ უნდა იყოს წარმოებული სამაშველო საქმიანობა, ვაცალოთ პროფესიონალებს, მუშაობენ და ხედავთ, როგორ წარმატებულადაც
შალვა პაპუაშვილი - გამოჩნდებიან ახალი ექსპერტები, როგორ უნდა იყოს წარმოებული სამაშველო საქმიანობა, ვაცალოთ პროფესიონალებს, მუშაობენ და ხედავთ, როგორ წარმატებულადაც

ასეთ მძიმე მომენტებში მნიშვნელოვანია სოლიდარობა და გვერდში დგომა. გვერდში უნდა დავუდგეთ დაღუპულთა ოჯახებს, უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს, რომ სამაშველო ღონისძიებები იმ პროფესიონალიზმით განახორციელონ, რომელიც მათ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ მაშველებმა 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

„გამოჩნდებიან ახალ-ახალი ექსპერტები, როგორ უნდა იყოს წარმოებული სამაშველო საქმიანობა და ა.შ. ვაცალოთ პროფესიონალებს. ისინი მუშაობენ და ხედავთ, როგორ წარმატებულადაც. ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. მნიშვნელოვანია, ჩვენს მაშველებს ვენდოთ. ადამიანები, რომლებიც გადმოიყვანეს სტიქიის ზონიდან, დაბინავებული არიან და უზრუნველყოფილი შესაბამისი საშუალებებით. მათთან კომუნიკაციაში არიან ჩვენი სამაშველო სამსახურები. ყველანაირად უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიონ წინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.