შალვა პაპუაშვილი „ფაქტ-მეტრს“ პასუხობს - ღირსეულად შეხვდით კრიტიკას, თქვენ თუ კრიტიკა თავდასხმა გგონიათ, ვერ გაგიგიათ, რომელ სფეროში საქმიანობთ
დეპუტატი შალვა პაპუაშვილი პასუხობს „ფაქტ-მეტრს“, რომლის წარმომადგენლებმაც ის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.
„კარგით ახლა. არ გვინდა ეს – არიქა რეპუტაციას გვილახავენ – საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ცოტა ღირსეულად შეხვდით კრიტიკას. თქვენ თუ კრიტიკა თავდასხმა გგონიათ, ვერ გაგიგიათ, რომელ სფეროში საქმიანობთ.
სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მარად უტყუარობას რაც შეეხება, იხ. თქვენივე გვერდის სტატისტიკა პოლიტიკოსების მიხედვით. თქვენივე ფაქტი ჯიუტია, ან თქვენივე ფაქტი – მცდარი. ასე, რომ, ჩამოყალიბდით.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ცხრილს. ამ სიტყვაწყლიანი ტექსტის მიღმა, სწორად გავიგე, რომ მაინც არ აქვეყნებთ ანალიზს და უახლოეს მომავალში არც ველოდოთ?
კარგით. მასე იყოს. მე კი ისედაც ვიცი, რომ ის ცხრილი სიყალბის მაგალითია, მაგრამ ახლა ისიც მეცოდინება, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თქვენი ბრძოლა შერჩევითია ან უკიდეგანოდ ზანტი.
P.S. ისე ამხელა პოსტის წერაში დროის ხარჯვას – სადაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მიღწევებით განსაკუთრებით თავს იწონებთ – არ ჯობდა, ცხრილის ანალიზში დახარჯულიყავით? ნახევარი წელი გავიდა უკვე და მთლად თქვენს თვითქების პათოსს, მგონი, არ შეესაბამება, ნახევარი წელი ერთი მარტივი, სიყალბით სავსე, ცხრილი თუ ვერ გაანალიზეთ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
🧐 კარგით ახლა. არ გვინდა ეს – არიქა რეპუტაციას გვილახავენ – საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ცოტა ღირსეულად შეხვდით…
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on სამშაბათი, 04 მაისი, 2021