შალვა პაპუაშვილი - ევროპელი დიპლომატები არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ზიზღის კამპანიას, რაც წამახალისებელ გარემოებად იქცა, ეს არაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ვართ
შალვა პაპუაშვილი - ევროპელი დიპლომატები არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ზიზღის კამპანიას, რაც წამახალისებელ გარემოებად იქცა, ეს არაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ვართ

ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, რაც ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები“, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა – ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.