შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ, ევროპაშიც არ ყოფილა ისე საქმე, რომ არაფერს ნიშნავდეს ოჯახური ღირებულებები
ევროპარლამენტში გუშინ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ, ევროპაშიც არ ყოფილა ისე საქმე, რომ არაფერს ნიშნავს ოჯახური ღირებულებები, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპარლამენტართა განცხადებებს გამოეხმაურა.
„ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებოდით ზოგიერთი ევროპელს, თითქოს მრავალფეროვნებას ღაღადებენ, სინამდვილეში ერთფეროვანი, ერთ ნარატივში, ერთ დირექტივაში ჩამჯდარი ტექსტებით გვესაუბრებიან ხოლმე. გუშინ ვიხილეთ, რომ ევროპაშიც თურმე არ ყოფილა ისე საქმე, რომ არაფერს ნიშნავს ოჯახური ღირებულებები, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და უნდა შევეგუოთ ამას. გუშინ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ. ამას მივესალმები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.