საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციებითა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების პროგრესი.
მათივე ცნობით, ასევე ისაუბრეს პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გეგმების შესახებ, აგრეთვე საუბარი შეეხო ევროკავშირის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილ შეფასების პროცესს.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის პროცესში.