შალვა პაპუაშვილი - ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიამ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს დეზინფორმაციულმა კამპანიამ
ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიამ ჩვენ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ დეზინფორმაციულმა კამპანიამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
აღნიშნული პოსტით ის გამოეხმაურა „იუესეი თუდეიში“ გამოქვეყნებულ ჯინ შაჰინის საავტორო წერილს, რომელშიც სენატორი აღნიშნავს, რომ „რუსები ჩართული არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის მათი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“.
„რუსები ჩართული არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“ – სენატორი შაჰინი. ნამდვილად, ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიამ გვაჩვენა ჩვენ, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ დეზინფორმაციულმა კამპანიამ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.