შალვა პაპუაშვილი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის, მათი „ენჯეოების“ რეაქციამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის
შალვა პაპუაშვილი - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის, მათი „ენჯეოების“ რეაქციამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი „ენჯეოების“ რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.

„ყველგან და ყოველთვის გახსოვდეს საქართველო“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად, ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.