შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა
პოლიტიდარწმუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გაუგებრობა აღმოიფხვრება და სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.
ამასთან, მისივე შეფასებით, არ არის სწორი იმ სისხლის სამართლის საქმეებზე აპელირება, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს.
„სწორი არ არის ამ საქმეებზე აპელირება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდეც. იცით, რომ პანსიონატში სოციალური მუშაკი იმყოფებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ, იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობა ექნება. პანსიონატის ხელმძღვანელობის მხრიდან სკეპტიციზმი იყო ცალკეული ინსტიტუტების მიმართ. ეს გაუგებრობა გაირკვევა და ყველას შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგი განხორციელდეს. ეკლესიასთან მოწესრიგებული ურთიერთობა გვაქვს, იცით, რომ არსებობს კონკორდატი, რომლის ჩარჩოებში მიმდინარეობს ურთიერთობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სახალხო დამცველის
ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.