შალვა პაპუაშვილი - დაგვანახონ ქვეყნის სიყვარული, შაბათ-კვირა გადაიტანონ, ორშაბათს სამუშაო დღე არის და შემოვიდნენ პარლამენტში
შაბათ-კვირა გადაიტანონ, ორშაბათს სამუშაო დღე არის და შემოვიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტები ხუთი თვეა, რაც ქვეყანაში ყალბ კრიზისს ქმნიან.
„ხუთი თვეა, ჩვენი ოპონენტები ყალბ კრიზისს ქმნიან. ჩვენ რეალურ საკითხებს უნდა მივხედოთ. თუარ ვცდები, ხვალ აქცია აქვთ დაანონსებული საკარანტინო ღონისძიებების წინააღმდეგ. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არ მივიდნენ აქციაზე თუ არ სურთ, რომ დააზიანონ ქვეყანა.
ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი პონენტები, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ერთადერთი, რაც არის საჭირო, დაგვანახონ ქვეყნის სიყვარული, რომ არ სურთ ქვეყნის დაზიანება. კი ბატონო, შაბათ-კვირა გადაიტანონ, ორშაბათს სამუშაო დღე არის და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.