შალვა პაპუაშვილი - ბევრმა თუ შეგვაჩვია სიტყვა და ქართველი ხალხის სახელით ცდილობდა საუბარს ხელისუფლებასთან, ახლა ყველამ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი და ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს
შალვა პაპუაშვილი - ბევრმა თუ შეგვაჩვია სიტყვა და ქართველი ხალხის სახელით ცდილობდა საუბარს ხელისუფლებასთან, ახლა ყველამ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი და ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს

არჩევნების ამ შედეგს იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ აქამდე ბევრმა თუ შეგვაჩვია სიტყვა და ქართველი ხალხის სახელით ცდილობდა საუბარს ხელისუფლებასთან, ახლა ყველამ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი და ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები შედეგებს.

„ჩახედონ საკუთარი პარტიების შედეგებს, საკუთარი არჩევნების შედეგებს, რომელ პარტიას აქვს 50 პროცენტეზე მეტი მაჩვენებელი? შემდეგ სწორედ ამ ლეგიტიმაციით ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამ შედეგს იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ თუ აქამდე ბევრმა შეგვაჩვია სიტყვა და ქართველი ხალხის სახელით ცდილობდა საუბარს ხელისუფლებასთან, ახლა ყველამ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.