შალვა პაპუაშვილი - დევი ჭანკოტაძეს და ყველას მოგმართავთ, არ შეიძლება ცუდი მინიშნებები, ვინმე თუ გეგმავს ძალადობრივ აქციას, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია
შალვა პაპუაშვილი - დევი ჭანკოტაძეს და ყველას მოგმართავთ, არ შეიძლება ცუდი მინიშნებები, ვინმე თუ გეგმავს ძალადობრივ აქციას, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია

ვინმე თუ გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

პაპუაშვილის თქმით, ცუდი მინიშნებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„დევი ჭანკოტაძეს და ყველას, მინდა, მოგმართოთ, აქ რაღაც ძალიან ცუდი მინიშნებები, მგონი, არ შეიძლება. არ მგონია, ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, მე ვერ წარმომიდგენია. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს? აბა, რაზეა საუბარი? ჰოდა, პროვოკაციები არ დაუშვათ, ვინც ხართ ხოლმე იმ აქციაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.