დევი ჭანკოტაძე - ჩემი რჩევაა, გაიტანეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, ეს გამოიწვევს ცუდ მოვლენებს, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება
დევი ჭანკოტაძე - ჩემი რჩევაა, გაიტანეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, ეს გამოიწვევს ცუდ მოვლენებს, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიოს.

დევი ჭანკოტაძის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს.

„ჩვენი ძალოვანი ვეტერანები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი. ხალხი, რომელიც ახლა უკან დგას, წინააღმდეგი არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსული კანონია.

ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ვინც არიან აქ, უმრავლესობა, ვაფრთხილებ, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.