შალვა პაპუაშვილი - არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება, ამნისტიის მიზანია, წარსულის გადაფურცვლა
შალვა პაპუაშვილი - არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება, ამნისტიის მიზანია, წარსულის გადაფურცვლა

არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება, ამნისტიის მიზანია, ჩვენი წარსულის გადაფურცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია და ამისთვის ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, მათ შორის დადებული შეთანხმების აღსრულების ჩაშლის მცდელობებს, ამიტომ, ნიკა მელიას გადასაწყვეტია მისი საკითხი.

ჩვენი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება. ამნისტიის მიზანია, ჩვენი წარსულის გადაფურცვლა. არ შეეხება ისეთ ქმედებას, რაც ჩნდება კონვენციაში. შეეხება იმ ადამიანებს, რაც საჭიროა, რომ წარსულის ეს გვერდი გადავფურცლოთ. ამნისტია დავიწყებას, პატიებას გულისხმობს. ეს არ არის ტექნიკური საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ეს არის პოლიტიკური სამართლებრივი დოკუმენტი პოლარიზაციის შემცირებისთვის და შეთანხებისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.