შალვა პაპუაშვილი - ახლახან გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიაინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ამით ხდება პარტიის დაფინანსება
შალვა პაპუაშვილი - ახლახან გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიაინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ამით ხდება პარტიის დაფინანსება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიაინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისად, ხდება პარტიის დაფინანსება.

„მინდა, კიდევ ერთი შემთხვევა გაგაცნოთ, სულ ახლახან შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ასევე პროპაგანდისტული მედიაინსტრუმენტი „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა, ყველამ იცის, რომ „ტაბულა“ არის „ევროპული საქართველოს“ ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი. როდესაც ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, შესაბამისად, ამით ხდება პარტიის დაფინანსება. ასეთ შემთხვევებს რომ ვხედავთ, ეს იწვევს ჩვენს გაკვირვებას. ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და, მეორე მხრივ, ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების კანონისთვის გვერდის ავლით დაფინანსება, მათ შორის, როდესაც ხდება „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიის. ჩვულებრივი მათი კუთვნილი კედლის გაზეთია, ეს არის კანონის გვერდის ავლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.