შალვა პაპუაშვილი - აკაკი ბობოხიძემ დაადასტურა, რომ ძალას არ იშურებდნენ, შეთანხმება შეეკავებინათ, თითქმის ღალატში ადანაშაულებს თავის ყოფილ კოლეგებს
აკაკი ბობოხიძემ დაადასტურა, რომ ისინი ძალას არ იშურებდნენ, შეთანხმება შეეკავებინათ და საბოლოო ჯამში, თითქმის ღალატში ადანაშაულებს თავის ყოფილ კოლეგებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აკაკი ბობოხიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, შეთანხმების ჩამშლელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” და „ლეიბორისტული პარტია”. ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ ნათელაშვილი მოლაპარაკების ჩაშლასთან დაკავშირებით ღიად საუბრობს.
„შეთანხმების პროცესის ჩამშლელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” და „ლეიბორისტული პარტია”. „ლეიბორისტულ პარტიას” თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სხვა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მთავარი იდეოლოგები და ორგანიზატორები „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო” იყვნენ. სხვათა შორის, აკაკი ბობოხიძემ დაადასტურა, რომ ისინი ძალას არ იშურებდნენ, შეთანხმება შეეკავებინათ და საბოლოო ჯამში, თითქმის ღალატში ადანაშაულებს თავის ყოფილ კოლეგებს. შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ თავის როლს ისე ხედავდა, რომ შეთანხმება ჩაეშალა. ჯერ კიდევ ნოემბერში ვთქვით, რომ რამდენიმე მომენტი იყო, როცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მუშავდებოდა „ნაციონალების“ გეგმა, რომელიც ჩაშლას გულისხმობდა. „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” ცდილობენ, ეს ყველაფერი დაფარონ, მაგრამ ნათელაშვილი ღიად ამბობს. ამერიკის, ევროკავშირის ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებზე პირდაპირი შეტევა მიმდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.