აკაკი ბობოხიძემ ხათუნა სამნიძეს მიმართა - კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ „ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ
აკაკი ბობოხიძემ ხათუნა სამნიძეს მიმართა - კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ „ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ

მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილოთ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „ლელოს” წევრ ანა ნაცვლიშვილსა და „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ბობოხიძეს ხათუნა სამნიძის მისამართით განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უკვე პირველ ნოემბერს იყნენ მზად პარლამენტში შესასვლელად და ამაზე „ლელოს“ დათანხმებაც სურდათ.

„თქვენ პირველ ნოემბერს იყავით მზად შესასვლელად. თქვენი და ბატონ, გიორგი ვაშაძის ფუნქცია იყო, როგორმე „ლელო“ დაგეთანხმებინათ და სამწუხაროდ, მოახერხეთ“, – განაცხადა ბობოხიძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბობოხიძეს მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლიდან „ლელოსთან“ ბრძოლაზე გადასვლა „ძალიან დიდი მიღწევაა პოლიტიკური კარიერის დასასრულში“.

„ლელო” ვერ გაყვა ელისაშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ამ პროცებების განმავლობაში კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ „ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ”, – განაცხადა ბობოხიძემ.

დატოვე კომენტარი