შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს საბოლოოდ დამარცხდება ოპოზიცია, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა, არც ტრადიციები, მათი საარჩევნო კამპანია სრულად გარედან არის მართული
26 ოქტომბერს საბოლოოდ დამარცხდება ოპოზიცია, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა, არც ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფი ღალატის გზაზე როდესაც არის, იქ კეთილი საქმეები არ კეთდება.
„ყველაფერი აჩვენებს, რომ 26 ოქტომბერს იქნება საბოლოო დამარცხება ოპოზიციის. ხალხის, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა, არც ეკლესია, არც ტრადიციები და არაფერი. ამას აჩვენებენ ბოლო პერიოდში და ვხედავთ, რომ მათი საარჩევნო კამპანია სრულად არის მართული გარედან. ერთადერთი დაპირება, რასაც აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს, არის ის, რომ უსიტყვოდ შეასრულებენ ყველაფერს, ყველა ინსტრუქციას, მითითებას, რაც იქნება გარედან. ეს უწერიათ, მათ შორის, იმ ე.წ. ქართულ ქარტიაში, რომელიც, სინამდვილეში, საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტია და ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტი, რაც კი ოდესმე შედგენილა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ, ეს სიებიც ამის ნაწილია. პოლიტიკური ჯგუფი ღალატის გზაზე როდესაც არის, რა თქმა უნდა, იქ კეთილი საქმეები არ კეთდება და შიგნითაც შესაბამისი ურთიერთობა იქნება. ლამის იმ დღეს გაიგეს ადამიანებმა, სიაში რომ არ იყვნენ, ვხედავთ, რა დაპირისპირებაა გახარიას გუნდში, „ნაციონალურ მოძრაობაში“. ადამიანი ღალატის გზაზე როცა დგას, იქ კეთილი საქმეები არ კეთდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.