თემქაზე, 83-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერსა და უბნის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, უბანთან ადამიანების გარკვეული ჯგუფი აგიტაციას ეწეოდა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რის შეხებაც პარტიის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა, თუმცა ის უბნის თავმჯდომარემ არ დაარეგისტრირა.
შალვა ნათელაშვილმა უბნის თავმჯდომარე არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა.
თავად 83-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, უბნის გარეთ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრით პარტიის წარმომადგენლებმა გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, რადგანაც მას მსგავსი შინაარსის საჩივრის რეგისტრაციის უფლებამოსილება არ აქვს.
გლდანის მეათე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სულ დაწერილია სამი საჩივარი, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი გლდანის ოლქში 21 000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.