შალვა ნათელაშვილის თავდასხმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტზე და უპასუხოდ დატოვებული კითხვები [ვიდეო]
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს მორიგი პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა შალვა ნათელაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის, დაინტერესდა, აპირებდა თუ არა „ლეიბორისტული პარტია“, მიემართა ცესკო-სთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
შალვა ნათელაშვილმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტზე მორიგი თავდასხმა განახორციელა.