შალვა ნათელაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია
ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ბატონი გიორგი მარგველაშვილის მობრძანებას. მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით, ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია. დავუკრათ ტაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
დამსწრეები გიორგი მარგველაშვილს ტაშით შეხვდნენ.
თავად გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მადლობის სათქმელად მივიდა იმ შეთანხმების გამო, რაც საარჩევნო სისტემის გარშემო მმართველ გუნდთან გუშინ შედგა.