გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინდელი შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა
გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინდელი შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

მარგველაშვილს შეხვედრის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი სურვილია , მადლობა გადაუხადოს ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში, რომელიც გუშინ საარჩევნო სისტემის გარშემო მმართველ გუნთან შედგა.

„მინდა, ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო. პრინციპული ბრძოლით, თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოაგდოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.