შალვა ნათელაშვილი - უკვე შევეგუე, მგონია, ხარის ტყავი მაქვს წამოცმული ოპონენტთა „კომპლიმენტებზე“
არ არის პრობლემა, ვინ რას მიწოდებს, უკვე შევეგუე, მგონია, ხარის ტყავი მაქვს წამოცმული ოპონენტთა „კომპლიმენტებზე“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ნათელაშვილი გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს: „შალვა ნათელაშვილი არის არარაობა და პოლიტიკური მეძავი“.
„საქმე იმაში არაა, ვინ რას მიწოდებს, მე უკვე შევეგუე, მგონია, ხარის ტყავი მაქვს წამოცმული ოპონენტთა „კომპლიმენტებზე“. ეს არ არის პრობლემა. შეიძლება, პიროვნულად ყველას პატივს ვცემდე, მაგრამ არსებობს ისტორიული ფაქტი იმის თაობაზე, რომ დასახელებული ორგანიზაცია წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიად დასახელებულ რუსეთის სპეც- სამსახურს, რომელსაც შეუძლია აიღოს ავტომატი და გადაგვცხრილოს, თუ ასეთი მითითება მოვიდა მოსკოვიდან. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ასეთი ძალები პილიტიკაში არ უნდა ტრიალებდნენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.