შალვა ნათელაშვილი - შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს, აი, რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო
შალვა ნათელაშვილი - შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს, აი, რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი 7 იანვრის ღამეს აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მაინტერესებს, თუ უყურებს ახლა ივანიშვილი პირდაპირ რეპორტაჟს ვაშინგტონიდან, სადაც კაპიტოლიუმის შენობა დაიკავეს ტრამპისტმა მომიტინგეებმა და გვიპასუხოს, რატომ არავინ თხრის თვალებს ამ ხალხს?

„შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს. აი, რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო, რომელიც ტრამპისტებმა პუტინს მიჰყიდეს“, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, 7 იანვარს, ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

მაინტერესებს თუ უყურებს ახლა ივანიშვილი პირდაპირ რეპორტაჟს ვაშინგტონიდან სადაც კაპიტოლიუმის შენობა დაიკავეს ტრამპისტმა—— მომიტინეებმა და გვიპასუხოს რატომ არავინ თხრის თვალებს ამ ხალხს?

Posted by Shalva Natelashvili on ოთხშაბათი, 06 იანვარი, 2021

 

შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს. აი რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო რომელიც ტრამპისტებმა პუტინს მოჰყიდეს.

Posted by Shalva Natelashvili on ოთხშაბათი, 06 იანვარი, 2021