შალვა ნათელაშვილი - ოთხი კრიმინალი ბიზნესმენის შესვლა პარლამენტში და მათი სოციალისტებად წარმოჩინება სოციალიზმის უდიდესი დისკრედიტაციაა მსოფლიო არენაზე
პარლამენტი არის სუფთად ერთპარტიული, ოთხი კრიმინალი ბიზნესმენის შესვლა და მათი სოციალისტებად წარმოჩინება არის სოციალიზმის უდიდესი დისკრედიტაცია მსოფლიო არენაზე, – აცხადებს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
„მით უფრო, რუსეთის სპეცსამსახურის ოფიცრის, ინჯიას ლიდერობით, რომელმაც გადატრიალების დროს თენგიზ კიტოვანს თბილისის ზღვაზე გაუხსნა ალტერნატიული ტელესტუდია და სწორედ ის დიდი სამოქალაქო ომი და ის დიდი უბედურება, რაც თავს გადაგვხდა და დღემდე ვერ მოგვიშუშებია იარები, იმ ტელევიზიით არის გამოწვეული. ასეთი ხალხი უნდა იჯდეს ციხეში გამოუსვლელად. რომელ სოციალისტებზეა საუბარი.
როგორც მე ვარ ცენტრალური აფრიკის იმპერატორი, ისე არიან ეგენი პოლიტიკოსები და ისეა ეს პარტია.
სირცხვილია, ხალხო. კიდევ ერთხელ მოგვეჭრება თავი მთელ მსოფლიოში, როდესაც კრიმინალურ ბანდას გამოვაცხადებთ პოლიტიკოსებად, მერე პარტიად და თან სოციალისტებად. ეს არის კიდევ ერთი სირცხვილი ივანიშვილის უბინძურეს ბიოგრაფიაში, რომ ადამიანებს, თუნდაც გაბანძებულებს, ასე აბანძებს კიდევ უარესად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დღეს დაფუძნებულ პარტია „ევროპელ სოციალისტებზე“ საუბრისას.