შალვა ნათელაშვილი - ოპოზიციის ერთიანობა და ერთობლივი გადაწყვეტილება ოქროს ასოებით შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში
ოპოზიციის ერთიანობა და ერთობლივი გადაწყვეტილება ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის სახელმძღვანელოებში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, კონსულტაციები იყო ძალიან რთული დაძაბული და არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მეორე პრეცედენტი იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოილაპარაკა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, თუნდაც დედაქალაქში.
ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზარფული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ, ის მაინც მოხდა, ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს. ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან – ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდებათ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე მიიღო დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილებაა ოპოზიციის და კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან მთავრი მიზნისკენ, რომ ვერავინ შეძლოს გაყალბება, ძალაუფლების უზურპაცია და ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მმართველობა საკუთარ ქვეყანაში.
„თუ ხელისუფლება ამას არ გაიგებს, მაშინ გაიხედოს მინსკისკენ, რა ხდება, ეყარისკენ, სირიისკენ, ლიბიისკენ, იქ, სადაც მათ სულიერი წინაპრები და მემკვიდრეები კისრებს იტეხდნენ და ახლაც იტეხენ. მათ უდნა ეყოთ ჭკუა იმისა, რომ აალაგონ ბარგი, ჩაალაგონ და დაგვემშვიდობონ, დანარჩენს ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ რა უნდა მოიტანოს უკან, ვინ უნდა დაბრუნდეს ეკონომიკაში, რათა გამართოს ბიზნესი, გადასახადები გადაიხადოს და ვინ აღარასდროს უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, სამწუხაროდ გვყავს ასეთებიც. მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს მიღწეული გადაწყვეტილებები, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რადგანაც ქართულმა პოლიტიკურმა გონმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად ვისწავლეთ დათმობა, საერთო ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და სწორედ ეს პარადიგმა იქნება ის, რომელიც ჩვენ გაგვიყვანს განვითარების დემოკრატიულ გზაზე და არასდროს არ განემორდბა ის ამბები, რაც ხდებოდაბ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.