იწყებდნენ სახლის მშენებლობას სახურავიდან და მე მოვითხოვე საძირკვლიდან მშენებლობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„მოლაპარაკებები დავტოვე იმის გამო, რომ განიხილებოდა არა ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღი, არამედ სასამართლო და საარჩევნო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ უნდა იქნას განხილული. იწყებდნენ სახლის მშენებლობას სახურავიდან და მე მოვითხოვე საძირკვლიდან მშენებლობა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 17 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა. შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.