შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და საარჩევნო რეფორმა დააყენა. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არჩევნების რიცხვის შემდგომი საკითხი და არც ერთ შემთხვევაში პირველი. ეს არსი დოკუმენტირებული შემოთავაზება. ჩვენთვის მიუღებელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბატონ ბორელის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას. ამიტომ, ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, ურჩია თუ არა ოპოზიციას მედიატორმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, ნათელაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამ თემით დაიწყო კონსულტაციები.

„სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შესვლით სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებით დაიწყო კვლავ ეს კონსულტაციები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველის პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების ესწრებიან, პროტესტის ნიშნად დატოვა.