„ლელოს“ დაღუპავს დავით უსუფაშვილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, დავით უსუფაშვილი უნიჭო კაცი არ არის, თუმცა პოლიტიკურად არასაიმედოა.
ამასთან, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უსუფაშვილი ახლაც კავშირზეა ბიძინა ივანიშვილთან.
„ლელოს“ დაღუპავს დავით უსუფაშვილი. უსუფაშვილთან მე არაფერი მაქვს გასაყოფი, ან ელექტორატი, ან რამე. ის უნიჭო კაცი არ არის, ლამის ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ პოლიტიკურად უაღრესად არასაიმედოა. როგორც მოაწერა ხელი ბიძინა ივანიშვილის მადიდებელ სტატიას ხელი „ნიუ-იორკ თაიმსში“, ხომ გახსოვთ? შემდეგ თვითონ რომ აღიარა, ხელი მოვაწერე, მეტი არაფერიო და რომ გამოაქვეყნა, მთელი მსოფლიო შეიყარა, რა ქველმოქმედი მოსულა საქართველოშიო. ახლაც კავშირზეა ივანიშვილთან. ძველი ძმობა და მეგობრობა კარგია, რომ არ არის დავიწყებული, მაგრამ სერიოზულად, ამ „ლელოს“ დაღუპავს უსუფაშვილი. მაგის ხრიკებია, არ უნდა პარლამენტიდან გამოსვლა, იქ უნდა ჯდომა. კარგი რა, პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ იყავი, რაღაცა იყავი, სულ პოლიტიკაში ხარ, ამერიკულ გრანტებზე იჯექი მთელი ცხოვრება. ცოტახანი დაისვენე ბატონო დავით და კიდევ სხვა ბატონებო და ქალბატონებო მანდ. გამოდით მაგ პარლამენტიდან. გამოდით მაგ სამუშაო ჯგუფებიდან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.