შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლება თუ არ მოვა ჭკუაზე, მიიღებს ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას, რომ ბოლივია და ვენესუელა მოენატრება
შალვა ნათელაშვილი - ხელისუფლება თუ არ მოვა ჭკუაზე, მიიღებს ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას, რომ ბოლივია და ვენესუელა მოენატრება

ხელისუფლება თუ არ მოვა აზრზე და ჭკუაზე, მიიღებს მოვლენათა განვითარების ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას, რომ მოენატრებათ ბოლივია და ვენესუელა , – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ოპოზიციურ ძალთა უპრეცედენტო გაერთიანების დღე საერთო მიზნისათვის, საერთო იდეისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა გავიდეს თავისუფლების, დემოკრატიის და კეთილდღეობის დიდ გზაზე.

„ეს არ მოხდა, თუ დარჩება ივანიშვილის ზეგამომპალი კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირი გზებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას იმ დონეზეც კი, რომ თავიანთი ნათქვამი სიტყვის უკან წაღება მოინდომეს. მთელი მსოფლიოსათვის წინასწარ გაცხადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონცეფცია კინაღამ თავზე დაგვამხეს, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს მიიღეს ცივი შხაპი საერთო ოპოზიციური ფრონტის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი არ მოეგებიან აზრზე და ჭკუაზე, მიიღებენ მოვლენათა განვითარების ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას, რომ მოენატრებათ ბოლივია და ვენესუელა ერთად. ივანიშვილს მოენატრება მადუროს და მორალესის ბედი, რომელიც გუშინ დაამხეს და მისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაიჭირეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.