შალვა ნათელაშვილი - კალიურანდი არის რუსი დეპუტატი, ქალბატონო მარინა, საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი, თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ
ევროკავშირს თუ უნდა ივანიშვილთან მოკავშირეობა, საქართველო უნდა, როგორც ტერიტორია, ასე ვერ გამოვა, აქ ხალხია და ეს ხალხი კიდევ იტყვის თავის სიტყვას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვულმა აღნიშნა, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, რომელიც დღე და ღამე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს, არის რუსი დეპუტატი.
„ევროპის პოლიტელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს. ის კალიურანდი რომაა, რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებების კეთებით, ის რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ყავს და მის გვარზეა, შვიდგზის ჩემპიონია ბადმიტონში, საქართველო არ არის ბადმინტონი, ქალბატონო მარინა, ეს ფულები რომ მოდის იქ. ადრე მოსკოვში მიდოდა აქედან „სტავკები“, ახლა წავიდა ევროპისკენ და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი. თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ. ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში, ნუ დავუშვებთ დაშვებულ შეცდომებს, რისი გამოსწორებაც შეიძლება გამოვასწოროთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.