შალვა ნათელაშვილი - „გირჩის“ მაგივრად ვიწვები და ვიდაგები, იქნებ შევიდნენ პარლამენტში, ჩვენც და საკუთარი თავიც დაასვენონ
შალვა ნათელაშვილი - „გირჩის“ მაგივრად ვიწვები და ვიდაგები, იქნებ შევიდნენ პარლამენტში, ჩვენც და საკუთარი თავიც დაასვენონ

ჩემთვის ეს ე.წ. პარლამენტი გარდაიცვალა შექმნისთანავე, ამიტომ, მე არ ვარ ორგანოს წევრი, რომელმაც მოახდინა ხალხის ნების უზურპაცია. განცხადება მაქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე და შესაბამისად, მას ექვემდებარება დაკმაყოფილებითი პასუხი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, განცხადებების დაკმაყოფილება გააჭიანუროს.

„არც ერთ შემთხვევაში გაწელვა, გადავადება და მით უფრო, ბატონი იაგოს შუამდგომლობა კენჭისყრის იქით გადატანასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯებია რეჟიმის მიერ, რომელსაც არ უნდა, სააბოლოოდ გაკოტრდეს მთელი მსოფლიოს თვალში და იურდიულადაც შეუწყვიტოს დეპუტატების უფლებამოსილება, რის შემდეგაც პრაქტიკულად, გვრჩება „ქართული ოცნების“ გამგეობის წევრთა კრება პარლამენტის დარბაზში.

ახლა ცდილობენ, ყველანაირად გადაწიონ, მაგრამ პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო, არ ვართ პარლამენტში და ეს იცის მსოფლიომ, ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას, საკუთარი თავისა და ტყავის გადარჩენას.

მოვუწოდებ, ხვალ შეწყვიტონ უფლემაბოსილება ყველა დეპუტატის, რომლებმაც განცხადებები კონსტიტუციის შესაბამისად შემოვიტანეთ, წინაღმდეეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში შეკითხვით, რატომ არ გვიწყვეტენ დეპუტატის უფლემაბოსილებას. საერთოდ, „გირჩის“ მაგივრად მე ვიწვები და ვიდაგები, ამიტომ, იქნებ შევიდნენ იმ პარლამენტში და დაასვენონ საკუთარი თავი, დაგვასვენინ ჩვენც“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ შეთანხმებას, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ვერანაირი გადაბირებული ვითომ პარტიები და  ოპოზიციები ვერ უშველის.

„ეს თქვენ მიერ დასახელებული ე.წ. მემორანდუმი ისეთ მკვდრადშობილია, როგორც ივანიშვილის ნების შესაბამისად შედგენილი ე.წ. პარლამენტის სია, რომელიც ძალიან მალე ზათქით ჩამოიწევა და დაინგრევა. ეს არის ყველაფერი ივანიშვილის თავში მომწიფებული მორიგი ტრიუკი, როგორც მას სჩვევია, რათა გადააგდოს ჩვენი ხალხი და გაიხანგრძილოვს ამ ულამაზესი ქვეყნის ძარცვით მიღებული სიამოვნება. ეს სიამვონება მას მალე ჩაშხამდება და ვერანაირი გადაბირებული ვითომ პარტიები, ვითომ ოპოზიციები და ვითომ პოლიტიკოსები და მათი მემორანდუმები ამას ვერ უშველის. ისინი აუცილებლად მოხვდებოდნენ პარლამენტში, რადგან ამ პირობით შეუშვეს პარლამენტში, ანუ ყველა გზა ამ დროს ბიძინასთან მიდის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.