შალვა ნათელაშვილი - ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ მანდატები დატოვოს, საერთოდ, ეს ჩემი იდეაა და მადლობელი ვარ, თუ ნონა მამულაშვილი დამეთანხმა
შალვა ნათელაშვილი - ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ მანდატები დატოვოს, საერთოდ, ეს ჩემი იდეაა და მადლობელი ვარ, თუ ნონა მამულაშვილი დამეთანხმა

ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადება.

„როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა სწორად მანდატების დატოვება, ნათელაშვილმა ასე უპასუხა: „საერთოდ, ჩემი იდეაა მანდატების დატოვება და ახლა ნონა მამულაშვილი თუ დამეთანხმა, მადლობელი ვარ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა გნაცხადა, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს. „ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

დატოვე კომენტარი